უკრაინამ წელს, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება აღარ მიიღოს

უკრაინამ წელს, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეოთხე ტრანში აღარ მიიღოს. საუბარია 1,3 მილიარდ აშშ დოლარზე, რომლის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის სექტემბერში იყო მიღებული. თუმცა ახლა, შესაძლოა, ეს საკითხი გადაიხედოს.
სავალუტო ფონდის ძირითადი მოთხოვნაა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის გაძლიერება, სასამართლოებში კორუფციის ფაქტების განხილვა, ასევე დაბალანსებული საპენსიო და საგადასახადო სისტემების ჩამოყალიბება.
სავალუტო ფონდის მიერ 2015 წლის შემდეგ  უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების ოდენობა 7,62 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები