ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო

ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო, – ამის შესახებ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, პრემიერის პოზიციას სრულად იზიარებს.
ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ფინანსთა მინისტრი უწყებაში დაწყებულ რეფორმებს წარმატებით გააგრძელებს.
„მინდა მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატება ვუსურვო. განსაკუთრებით, მომავალ ფინანსთა მინისტრს. ძალიან საინტერესო სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება წარმატებული. 4 წელი ვიყავი ფინანსთა მინისტრი და აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო“, – აღნიშნა ხადურმა.
მან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ იგი კვლავ მმართველი გუნდის წევრად რჩება. თუ სად გააგრძელებს საქმიანობას ხადური, ამაზე, ფინანსთა ყოფილი მინისტრის თქმით, განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
„მე ვარ გუნდის წევრი, ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რაც შეეხება ჩემი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებას, განცხადებას ამასთან დაკავშირებით კვლავ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები