მექსიკაში ცხრა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა

მექსიკის გერეროს შტატში ცხრა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ცხედრები პოლიციამ ქალაქ ატლიაკას მახლობლად აღმოაჩინა, რომელიც შტატის დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ოთხ ცხედარს ხელები ჰქონდა შეკრული, ხოლო ხუთი  ცხედარი პოლიეთილენის ტომრებში იდო.
გერერო, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მექსიკის ყველაზე საშიში შტატია, იქ ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფებებს შორის, გავლენის სფეროების მოსაპოვებლად, ხშირად ხდება შეიარაღებული შეტაკებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები