საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოში დარეკვისკენ მოუწოდებენ.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ქალაქ ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+81 70) 31805601.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.
”მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები