რომელმა პარტიამ რა ოდენობის ხარჯი გასწია წინასაარჩევნოდ – აუდიტის სამსახურის სტატისტიკა

აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ გაწეული ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს. სტატისტიკა 8 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჯამური ხარჯი 20 852 680,00 ლარს შეადგენს. ”ქართული ოცნების” შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯი მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის” გაწია. ამ პარტიის ჯამურმა ხარჯმა 4 396 452, 00 ლარი შეადგინა. შემდეგი არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისმა ჯამურმა ხარჯმა 2 419 869,00 ლარი შეადგინა. ”პატრიოტთა ალიანსი”- 2 391 046, 00 ლარი. ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 379 225,00 ლარი. ”თავისუფალი დემოკრატები”- 1 308 840, 00 ლარი. ”ეროვნული ფორუმი”- 543 490, 94 ლარი. ”რესპუბლიკური პარტია” – 554 955, 42 ლარი. ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 489 169, 00 ლარი. ”ლეიბორისტული პარტია”- 472 400, 00 ლარი. ”ახალი პოლიტიკური ცენტრი”(გირჩი) – 232 426, 21 ლარი. ”სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”- 324 005, 00 ლარი.
დანარჩენი პარტიების ჯამური ხარჯები 200 ათას ლარს არ აღემატება.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, საარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდი ხარჯი ილია კოკაიამ გაწია -მისმა ჯამურმა ხარჯმა 358 293, 00 ლარი შეადგინა.  ცეზარ ჩოჩელისამ კი – 212 518,00 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები