დიმიტრი ხუნდაძე: „მრეწველების” ფრაქციის ირგვლივ კითხვები დაისვა, მაგრამ აქ კანონდარღვევას ვერ ვხედავ

„მრეწველები“ იყო კოალიციაში შემავალი პარტია და მისი წევრების მხრიდან თუ შემოსულია წარმომადგენელი უმრავლესობაში, ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე პარლამენტში კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს.
“საუბარია „კონსერვატორების“ ფრაქციის შექმნაზე, ასევე მაჟორიტარების. ის, რომ სიმონ ნოზაძე უმრავლესობას შეუერთდა, ამაში კანონდარღვევა არაფერია, უბრალოდ, ეს არის სიახლე. არ გამოვრიცხავ, რომ „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ეს ყველაფერი გუნდის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები