ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში (ფოტოკოლაჟი)

ნიუ-იორკის პრესტიჟული გალერეების შემდეგ, ქართველი მხატვრის, თიკო სანიკიძის ნამუშევრებს ახლა უკვე ნიუ-იორკის საქართველოს საკონსულო და ქართული კულტურის სახლი უმასპინძლებს. 15181357_1350179651668311_1974960699739879786_n
სანიკიძის ნამუშევრები რამდენჯერმე თბილისშიც გამოიფინა, თუმცა ცოტამ თუ იცის ქართველი ხელოვანის წარმატებები უცხოეთში, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრად მოიაზრება.
თიკო სანიკიძის შემოქმედებით უკვე დაინტერესდნენ თანამედროვე ხელოვნების პრესტიჟული ამერიკული ჟურნალები და გამოცემები. მისი ნახატები ელიტურ ამერიკულ არტკატალოგებშიც მოხვდა.
თიკო სანიკიძის ნამუშევრები წარმოდგენილია ასევე ამერიკის პრესტიჟული გალერეის გვერდზე სახელწოდებით: IT’s A WILD WORLD.
ბოლოს ქართველი მხატვრის ნახატებს ნიუ-იორკში „აგორა გალერეამ“ უმასპინძლა, სადაც სხვა უცხოელ მხატვრებთან ერთად თიკო სანიკიძის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი და კრიტიკოსების და დამთვალიერებლების განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქცია.

15095061_1350179881668288_884486153898471417_n

ak42948fa7_b503_4888_bce1_04be020d31a8

15109565_1350179851668291_8846617858002876798_n

15129514_1350194301666846_5994875304319271777_o
ak1a092a78_2d96_40dc_9fd9_a0d73c482cc0
15085497_1350179681668308_4358043389865024545_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები