დიმიტრი ხუნდაძე: სოციალური მიმართულებები, რომლებიც დღემდე იყო, ბოლომდე შენარჩუნდება

“მომავალში უნდა უფრო უნდა დაიხვეწოს და უფრო მიზნობრივი გახდეს სოციალური პროგრამები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე მნიშვნელოვნად თვლის ჯანდაცვის სიტემის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და სავალდებულო დაზღვევაზეც საუბრობს.
“ჯანდაცვის სიტემა 4 კუთხით მუშაობდა და ეს ისევ გაგრძელდება. სოციალური მიმართულებები, რაც დღემდე იქნა შემუშავებული, ბოლომდე შენარჩუნდება. მომავალში უნდა მოხდეს მათი დახვეწა და მეტად მიზნობრივი უნდა იყოს. დემოგრაფიული პოლიტიკა, მე ვთვლი, რომ წარმატებული იყო და გაგრძელდება. ჯანდაცვის პროგრამამ იმ დიზაინით, როგორითაც აქამდე იყო, მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, მაგრამ მისი ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს. შესაძლებელია, დაინერგოს სავალდებულო ჯანდაცვის სისტემაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები