იანოშ ჰერმანი: დავით ბაქრაძეს აქვს ორი თვისება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს თანამშრომლობას

“დავით ბაქრაძეს აქვს ორი თვისება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს თანამშრომლობას – ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა კონფერენციაზე – “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა უკვე ახალი მთავრობისა და პარლამენტის პირობებშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ მთავრობას გამოარჩევს.
კონფერენცია – “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში იმართება და მის მიზანს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები