ფესტივალი „საჩუქარი“: კინომსახიობთა თეატრის დარბაზი Tango de Rosas დაეთმობა

23 ნოემბერს, 21:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მცირე დარბაზში წარმოდგენა Tango de Rosas გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Tango de Rosas ქართველი ხელოვანის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის ირმა შარიქაძის ვიზუალური ხელოვნების კონცეპტუალური ნამუშევარია, სადაც მისი შემოქმედებითი ხედვა, საინტერესო საშემსრულებლო ხერხითაა გადმოცემული, რომელშიც თავად ავტორი მონაწილეობს.
წარმოდგენა ერთი ქალის დრამატულ ცხოვრებასაც გვიამბობს, სიყვარულზე, რომელიც ცეკვის შესრულებითაა გადმოცემული. ვარდი სამყაროს სიმბოლოა, სიყვარულის, სიცოცხლის, ქალის ამბავი კი სწორედ ამ სამყაროში განცდილი იმედგაცრუების, დანაკარგისა და დიდი ემოციის შესახებაა, რაც თვითშემეცნების საწინდარია.
მონაწილეობენ:  ირმა შარიქაძე, ლიკა ცნობილაძე, თეკლა გოგრიჭიანი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი ნათია ბუნტური, კობა შონია, იოსებ მწყერაძე, ოთარ ბაღათურია.
საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარის“ ფარგლებში სპეციალურად მოწვეულია მსოფლიოში ცნობილი იტალიელი სუპერმოდელი, მუსიკოსი და მსახიობი, ტანგოს ვირტუოზული მოცეკვავე სემუელ ფრაჯიაკომო და ცნობილი ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძე. განათების დიზაინერი ბრის ბორდოვაჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები