მარჯანიშვილის თეატრის სცენა პოეტების ჯგუფს – „ა ბ გ დ“ დაეთმო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტების ჯგუფს „ა ბ გ დ“ დაეთმო.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან: როინ აბუსელიძე, აჩი ბერიძე, გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 1 თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონოსპექტაკლის სახით აცნობენ. ქართველი მწერლების მონოსპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 პრილს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონოსპექტაკლის სახით გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები