გიორგობა გია ყანჩელთან ერთად 

23 ნოემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პრემიერა გიორგობა დღეს  გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს. სოლისტი – გიორგი ცაგარელი (ალტი). საღამოს ორგანიზატორები არიან: ხელოვანთა კავშირ CONCEPT-ART-ი და კომპანია SOCAR-ი.
ფილმი „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის – ბერლინი, ბრიუსელი, ანტვერპენი, ბაქო. როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, ფოტოები და კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასოდეს მოგისმენიათ. ასევე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ გია ყანჩელი მისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი წაიკითხავს.
ფილმში მონაწილეობენ: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.
პროექტის გენერალური პარტნიორი და ფილმის წარმდგენი: „ვი-თი-ბი ბანკი“.
მხარდამჭერები: კომპანია „მაგთი“, სააფთიაქო ქსელი PSP, კომპანია „ბადაგონი“, „რუსთავი 2“, „ფორტუნა“, „მედიაპალიტრა“, კინოთეატრი „ამირანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები