„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური პრემიერა პანტომიმის თეატრში

26 ნოემბერს, 20:00 საათზე, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში უნიკალური პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, “ვეფხისტყაოსანი”, სიყვარულისა და მეგობრობის უკვდავი საგა, სცენაზე უსიტყვოდ და, ამავდროულად, სიტყვებით გაცოცხლდება. ტექსტი, როგორც მუსიკა, გაყვება დიდი მაესტროს შემოქმედებას, რომელსაც თვითონ წაიკითხავს ამირან შალიკაშვილი. იგი უკვე რამდენიმე წელიწადია ამ რთულ გამოწვევაზე მუშაობს.
სწორედ შალიკაშვილის ქართულმა სტილმა შეცვალა მსოფლიო პანტომიმის ჟანრი.
პრემიერა გაიხსნება რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იქნება ილუსტრაციები “ვეფხისტყაოსნიდან”, რომლებიც 1991 წელს პარიზში გამოიცა.
გამოფენა 10 დეკემბრამდე გასტანს.
პრემიერა “ვეფხისტყაოსნის” 850 წლის იუბილეს ეძღვნება და ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით, სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს, შუმბალენდის, კომპანია “სარაჯიშვილის“, კულტურის პალატის, ონლაინსაიტების: www.tkt.ge-ს, biletebi.ge-სა და მსოფლიო მიმების ორგანიზაციის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები