გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აშშ-ში ელჩის პოზიციაზე  წარმატება უსურვა .
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო დავით ბაქრაძეს გაწეული ძალიან ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობისათვის. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია გვქონდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით, მომზადდა 2017-2020 წლის დღის წესრიგი, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები