გიორგი მარგველაშვილი: პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კომპეტენტურია

ახალი მინისტრთა კაბინეტის პირობებში ეკონომიკის უკეთესი განვითარება შესაძლებელია“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა „მთავარში“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური გუნდი ძალიან ძლიერია. „ახლა ძალიან სერიოზული და საინტერესო ეტაპზე ვართ. მოდით შევხედოთ არსებულ მთავრობას, რომელსაც რამდენიმე დღეში პარლამენტი დაამტკიცებს. მათ გააჩნიათ ახლახანს განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, ძალიან ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით. ასევე, არსებული პოლიტიკური გუნდი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე მისი ბიოგრაფიიდან და იმ ცოდნიდან, რომელშიც ის განსაკუთრებით კომპეტენტურია, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, მისი ეკონომიკური გუნდი ძლიერია. ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერა, – ეს ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. მე ვიცი, რომ მათ რწმენა და მხარდაჭერა აქვთ კვირიკაშვილის. მნიშვნელოვანია მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან. თუ აქამდე იყო გადაბრალება და საუბრები ეროვნულ ბანკზე, ახლა ეს სხვაგვარადაა. ასე რომ, თუ რაიმე წინაპირობა შესაძლებელია იყოს ეკონომიკის უკეთესი განვითარებისათვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, დღეს ყველა ასეთი წინაპირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები