პრეზიდენტი: მშვენიერი ურთიერთობა ყალიბდება პარლამენტის თავმჯდომარესთან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი სამთავრობო გუნდთან თანამშრომლობს და მას კარგი ურთიერთობა უყალიბდება პარლამენტის ახალ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თამარ ჩიქოვანთან ინტერვიუში, „მთავარის“ სტუდიაში განაცხადა.
„ძალიან კარგად ვთანამშრომლობ ხელმძღვანელობასთან, დღეს მშვენიერი ურთიერთობა ყალიბდება პირველივე შეხედვით და შეხებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, ძალიან საქმიანი და სამუშაო ურთიერთობა მაქვს ბატონ პრემიერ-მინისტრთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები