პრეზიდენტი: უშიშროების საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომას მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, უშიშროების საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
„უშიშროების საბჭოს სხდომას ახალი წევრები ესწრებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე უშიშროების საჭოს ფორმატში მუშაობდა უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი.
ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები