ვახტანგ კაპანაძე: დარწმუნებული ვარ, ნატოში ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ

დარწმუნებული ვარ, ნატოში ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა და მედიას 4 წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, იგი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააგრძელებს.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ 4 წლიანი მუშაობისთვის. შეიძლება არ ვიყავი კარგი რესპოდენტი, მაგრამ ვცდილობდი. დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მე ვარ სამხედრო მოსამსახურე და გავაგრძელებ ქვეყნისთვის სამსახურს. დარწმუნებული ვარ, ნატოში ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კაპანაძეს გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვადა ხვალ ეწურება. კაპანაძეს გენშტაბის უფროსის პოსტზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის. გენშტაბიდან წასვლის შედეგ კი მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები