“ვფიქრობ, არაფერი დაირღვევა, თუ უმრავლესობაში ფრაქციის შექმნით “მრეწველთა“ პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუკი ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების“ ჩამოყალიბების საფუძველზე, “მრეწველთა“ პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და ცესკოში წევრს შეინარჩუნებს, ამით არაფერი დაირღვევა.
„ეს არის ფრაქცია, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ უპარტიო დეპუტატებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს შესაბამისი სულისკვეთება, არის პარტიული ნიშნით და არა სხვა რაიმე ნიშნით. თუკი მათ კანონი ანიჭებს უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში და იყოს დაფინანებული, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ შეცვლი – არც კანონის საწინააღმდეგოდ ხდება რამე და არც ამ ადამიანების პოლიტიკური ორიენტირების საწინააღმდეგოდ. ვერ ვხედავ რაშია პრობლემა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, „თოფაძე-მრეწველების“ მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარეა, რის გამოც „მრეწველთა პარტია“ ცესკო-ში წარმომადგენელსაც შეინარჩუნებს და პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები