ამერიკელი სენატორები საქართველოში ჩამოვლენ

სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან.
სენატორები დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ჩამოვლენ.
ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ასევე, რომ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას” შესაძლოა, კონგრესმა შეუშალოს ხელი. გამოცემის ინფორმაციით, სენატორები საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურებენ აშშ-ის განზრახვას, შეეწინააღმდეგონ რუსეთის აგრესიას.
აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. როგორც Washington Post-ი წერს, იანვრიდან სენატორები ასევე მოსმენების სერიას გამართავენ, რა დროსაც განხილული იქნება მსოფლიოში რუსეთის აგრესია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები