„ხელოვნების ქურუმი“ ნიკოლოზ სვენტიცკის გადაეცა

21 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, გრიბოედოვის თეატრის დირექტორს ნიკოლოზ სვენტიცკის ხელოვნებასა და ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ნიკოლოზ სვენტიცკი 2005 წლიდან ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული აკადემიური დრამატული თეატრის დირექტორია. 1986 წლიდან იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. 1991-დან მთავარი რეჟისორის თანაშემწე. 1992 წლიდან – დირექტორის მოადგილე მაყურებელთან მუშაობის კუთხით. იგი არის საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, რუსეთის დამსახურებული არტისტი. რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მეგობრობის ორდენის კავალერი. „რუსული პრემიის“ ლაურეატი. საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი. საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები