ეკა ბესელია: ფრაქციის შექმნა, ბუნებრივია, პარტიულად, „მრეწველებს“ მისცემს მნიშვნელოვან ბენეფიტს

„ ჩვენც გვინდა პარლამენტი მეტად მრავალფეროვანი და მრავალპარტიული იყოს. გარკვეული მხარდაჭერა ამ მხრივ „მრეწველებს“ აქვთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას ინფორმაციით, „მრეწველებს“ პარლამენტში დამატებითი რესურსის გამოყენების საშუალება ექნებათ. ბესელია მიიჩნევს, რომ ფრაქციის შექმნა მრეწველებისთვის პარლამენტში მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება.
„მრეწველებს“ შესაძლებლობა ექნებათ, ორგანული კანონის, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ფრაქციის შექმნისთანავე შეინარჩუნონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლობა. ასევე მათ სხვა დამატებითი რესურსის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცემათ, ფრაქციის შექმნა, ბუნებრივია, პარტიულად, „მრეწველებს“ მისცემს მნიშვნელოვან ბენეფიტს. ამ პარტიისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც არ არის ცუდი. ჩვენც გვინდა პარლამენტი მეტად მრავალფეროვანი და მრავალპარტიული იყოს. გარკვეული მხარდაჭერა ამ მხრივ „მრეწველებს“ აქვთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უმრავლესობის ფარგლებში მხოლოდ ორი ფრაქციის ფორმირება მოხდა. ერთი ეს არის საკუთრივ ”ქართული ოცნება”, რომელიც 110 დეპუტატს აერთიანებს და მეორე – ფრაქცია ”ქართული ოცნება – მრეწველები”.
”მრეწველთა პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ მიუღია. ამასთან, არჩევნებში გოგი თოფაძის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78% მიიღო. ”მრეწველების” სახელით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი – სიმონ ნოზაძე შევიდა, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მან ხაშურის მაჟორიტარული ოლქი ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ვალერი გელაშვილს მოუგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები