”ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხვალ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიშს წარადგენს

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” ხვალ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც ფილმის პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე და მასში ასახულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შედეგები, რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და მეორე ტურის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, სისტემურ პრობლემებსა და სხვადასხვა ტენდენციას. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის – hridc.tv-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები“ (ავტორი – გიორგი ჯანელიძე). ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები