ილია აბულაძისადმი მიძღვნილი VI სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
24–25 ნოემბერს, 11 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ილია აბულაძისადმი მიძღვნილი VI სამეცნიერო კონფერენცია. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონფერენცია ილია აბულაძის დაბადების 115-ე წლისთავს ეძღვნება.
პროგრამა:
24 ნოემბერი
11 საათი, კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზი
კონფერენციის გახსნა
თამარ აბულაძე – „შაჰ-ნამეს“ დასთანები სპარსულ ხელნაწერთა შუააზიურ
კოლექციაში.
ნუგზარ პაპუაშვილი – საღვთისმეტყველო ხელნაწერი ქუთაისის კათოლიკურ
ეკლესიაში მიშელ ესბროკის შენიშვნით.
მედეა ღლონტი – ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“
სემანტიკური ბუდობრივი პრინციპისათვის.
შალვა გლოველი – ქართულ ხელნაწერთა კოლექციების წარმომავლობის შესახებ.
გულნარა მჭედლიძე – „საყდრის იარაღი“ მზითვის წიგნების მიხედვით.
თეიმურაზ ჯოჯუა – ოთხი უცნობი ხელნაწერი წიგნის ფრაგმენტები (IX-XIII სს.)
ვაჩეძორის მონასტრის ქვაბებიდან.
ნიკოლოზ ჟღენტი – ახალი ეპიგრაფიკული ძეგლი ერკეთის მთავარანგელოზთა
სახელობის ტაძრიდან და სვანეთის უცნობი ერისთავთ-ერისთავი მიქელი
(პალეოგრაფიული და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი წინასწარი ანალიზი).
25 ნოემბერი
11 საათი, კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზი
თეა ქართველიშვილი – ქეთევან დედოფალი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე.
მაია შაორშაძე – ქართლის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ჩხეიძე) (XVII ს. 60-80-
იანი წწ.).
თამაზ გოგოლაძე, ირაკლი გელაშვილი – 1679 წლის დღემდე უცნობი
სააღმშენებლო წარწერა ცხრუკვეთის წმიდა მარინეს ეკლესიიდან და მისი
მნიშვნელობა აბაშიძეთა ფეოდალური სახლისათვის.
ხათუნა ბაინდურაშვილი – ირანის ადმინისტრაციული პოლიტიკა და
აღმოსავლეთ საქართველო (XVII-XVIII ს. პირველი ნახევარი).
მანანა ბუკია – ხრონოგრაფის მინიატიურები.
ასმათ გვაზავა, თამარ დვალიშვილი – ლახმულდის სახარების დიაგნოსტიკა.
ლელა გოცირიძე – ხელნაწერის ტყავის ყდებისა და ხის ფიცრების დაზიანების
გამომწვევი მიზეზების კვლევა და მათი აღმოფხვრის გზები Q 1587-
ის მაგალითზე.
სოფიო ცერცვაძე – წიგნის ყდის კონსერვაცია-რესტავრაციისას წარმოქმნილი
სირთულეები.