მშობლების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მშობლების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ივანე ქ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ნაშუადღევს გაიმართება.
როგორც „კვირას“ სასამართლოში განუცხადეს, პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, სასამართლოში უკვე შევიდა. სასამართლო სხდომა დღეს, 13 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.
სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების მხარე მშობლების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე ქ-ს მიმართ პატიმრობას ითხოვს.
ამჟამად, 35 წლის ივანე ქ-ვა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც „კვირას“ კლინიკის ექიმმა განუცხადა, ამ დროისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მზადდება დოკუმენტაცია მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, დილის საათებში, წალენჯიხის სოფელ ლიაში 35 წლის ივანე ქ.-მ მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილ 35 წლის ივანე ქ.-ს შიზოფრენია 20 წლის წინ დაუდგინდა. მას სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები ჰქონდა. ამის შესახებ „კვირას“ პაციენტის ოჯახის ექიმმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს შიზოფრენია 20 წლის ასაკში, თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაუდგინდა და სამედიცინო დაწესებულებაშიც მკურნალობდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ოჯახის ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო ერთი კვირაა, აგრესიული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები