მამუკა მდინარაძე „რუსთავი-2“-ის საქმეზე: „შეთქმულების თეორიებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს”

„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სამთავრობო გუნდთან არავითარ კავშირში არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელი სისტემაა.
უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას იწყებს.
„შეთქმულების თეორიებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერ შუაში არ არის არჩევნები და სასამართლოს გრაფიკი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც იქნა, დამოუკიდებელი სისტემა, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე, მას აქვს თავისი გრაფიკი, თავისი გეგმა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არაფერ შუაში არ არის არჩევნებთან, სამთავრობო გუნდთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები