ზურაბ ტყელამაძე: „ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანების მიზანი ჩვენ გაცხადებული გვქონდა

კოალიციები არ უნდა იქმნებოდეს წინასაარჩევნოდ, კოალიციები უნდა იქმნებოდეს პარლამენტში ბარიერის გადალახვის შემდეგ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის წევრმა“ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ „მრეწველები“ უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან.
“კოალიცია არ უნდ შექმნილიყო 2012-ში წინასაარჩევნოდ. კოალიცია უნდა შეიქმნას მაშინ, როცა პარტია გადალახავს ბარიერს და შევა პარლამენტში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბარიერი ვერ გადავლახეთ, მაგრამ ჩვენი წარმომადგენელი მოხვდა პარლამენტში. ის, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან გაერთიანების სურვილი გვქონდა, ამასაც ვამბობდით ცხადად და არა დაფარულად.
„მრეწველები“ ისევ უმრავლესობის წევრები არიან,“-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები