ნიკოლოზ რაჭველთან შეხვედრა გაიმართება

24 ნოემბერს, 19 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა ნიკოლოზ რაჭველთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა “ათონის დარბაზში” გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრათა ციკლის  ფარგლებში ჩატარდება.
ნიკოლოზ რაჭველი (ნიკა მემანიშვილი) გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი და პიანისტია. იგი არის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ნიკოლოზ რაჭველი ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ეწევა მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები