ნუკრი ქანთარია: საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ გადაინაცვლებს

„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია მის რეზიდენციაში ამოქმედდეს.
ქანთარია თვლის, რომ მსგავსი საკითხების განხილვა პარლამენტში უნდა ხდებოდეს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია პარლამენტში იმუშავებს, ეს არის აბსურდი, რომ ამ კომისიამ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლოს, რადგან ყველა მსგავსი საკითხი პარლამენტში უნდა განიხილებოდეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფუნქციებს, ის თავის ვადას იმავე უფლებამოსილებაში შეასრულებს, რაც დღემდე აკისრია, სამომავლოდ რა და როგორ იქნება, ამას პარლამენტი გადაწყვეტს,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები