ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იქნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.
რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, ”ქართული ოცნების” მხრიდან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე რატი იონათამაშვილი, ოპოზიციიდან კი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ტუღუში იყვნენ წარდგენილები.
ორივე კანდიდატს კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ასევე კომიტეტის დებულებასაც დაუჭირა მხარი, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები