მაია კახიძის წიგნის „ფეხბურთზე მეტი“ წარდგინება გაიმართება

26 ნოემბერს, 16:30 წუთზე, თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პიონერფილმის დარბაზში ჟურნალისტისა და მსახიობის, მაია კახიძის ახალი წიგნის „ფეხბურთზე მეტი“  წარდგენა გაიმართება.
„რასაკვირველია, გპირდებით, მართლაც, განსაკუთრებულ წიგნს და საუცხოო სტუმრებს. სტუმართა შორის იქნებიან ჩვენი ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები, ასევე ცნობილი მომღერლები, იუმორისტები, ანსამბლ ,,ივერიის” წევრები, პროზაიკოსები, პოეტები, ექიმები, ჟურნალისტები… დიდი შრომა გავწიე ამ წიგნის შესაქმნელად და დასაბეჭდად და დარწმუნებული ვარ, მშვენიერ საღამოს გავატარებთ ერთად. მჯერა, ჩემს სიხარულს ყველა გაიზიარებთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ასე რომ, გეპატიჟებით დიდი პატივისცემით და სიყვარულით!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები