პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

მე-9 მოწვევის პარლამენტში დღეს ბიუროს პირველი სხდომა გაიმართება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იკრიბებიან.
დეპუტატები კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ და ახალი მთავრობის ფორმირებაზე იმსჯელებენ. ნდობის გამოცხადების პროცედურები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მინისტრობის კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად ხვალ წარადგენს. მთავრობა 18 მინისტრით დაკომპლექტდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება.
ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ეკონომიკიდან ფინანსთა სამინისტროში გადადის დიმიტრი ქუმსიშვილი, მას გიორგი გახარია შეცვლის.
მინისტრის სტატუსის გარეშე რჩება ნოდარ ხადური. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ვიქტორ დოლიძე.
დავით ბაქრაძე ელჩის სტატუსით ვაშინგტონში გაემგზავრება, კახა კალაძე კი, სავარაუდოდ, მთავრობაში გადაინაცვლებს.
ოფიციალური წარდგენიდან პარლამენტს მთავრობის დასამტკიცებლად, განხილვიდან ერთი კვირა აქვს. გიორგი კვირიკაშვილი კი, პრეზიდენტმა, პრემიერის თანამდებობაზე მე-9 მოწვევის პარლამენტს, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები