ბრიჯიტ ბრინკი: საქართველოს პარლამენტის სპიკერ კობახიძესთან, მის გუნდთან მქონდა ძალიან გულწრფელი და პოზიტიური საუბარი

მქონდა ძალიან ღია, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი პარლამენტის სპიკერთან, კობახიძესთან და მის გუნდთან პარლამენტიდან, ჩვენს ელჩთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ახალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მივულოცე ირაკლი კობახიძეს სპიკერის თანამდებობის დაკავება, ხოლო “ქართულ ოცნებას” – არჩევნებში გამარჯვება. აღვნიშნე, რომ ეს საქრთველოს წინსვლის გაგრძელებისთვის დიდი შესაძლებლობა და დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვთქვი, რომ ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენი რეკომენდაციები იქნება ოპოზიციასთან ერთად სტარტეგიული ნაციონალური ინტერესის სფეროებზე ფოკუსირება, საკანონმდებლო დღის წესრიგის გაგრძელება”,-აღნიშნა ბრინკმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება, უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ინკლუზიურად.

“ასევე, შევთავზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება, უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ინკლუზიურად, მთავრობის, ოპოზიციისა და პარლამენტის ექსპერტების ჩართულობით, ასევე მთავრობის ფარგლებს გარეთ და ევროპიდან ექსპერტების მონაწილეობით. მოხარული ვარ, რომ სპიკერთან და ზოგიერთი კომიტეტის თავმჯოდმარესთან შეხვედრისას ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, იმუშაონ ინკლუზიურად საქათველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული, ჩვენი ერთობლივი ინტერესის მხარდასაჭერად”,- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები