პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ბრიჯიტ ბრინკისთან გამართა. შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ – პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მის გაღრმავებაზე, იმ ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ტრადიციულად აქვს. ჩვენ გვაქვს აშშ-ის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო რეგიონში არის ლიდერი როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ისე ბევრი სხვა მიმართულებით. რეფორმების გაგრძელების კუთხით ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე.
“ბევრ სხვა საკითხთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავისუფალი მედია და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ საერთო აზრზე, რომ დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალი მედიის გარეშე ვერ იარსებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები