საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე დღეს პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს

მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 12:30-ზე დაიწყება.
კობახიძე თბილისში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდება.
მხარეები, სავარაუდოდ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები