ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი, სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შეზღუდვა 09:00-დან 18:00 საათამდე კახეთის გზატკეცილს, სოფელ ლილოს, საქნავთობის დასახლებას, აეროპორტის დასახლებას, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლებას, ალექსეევკის დასახლებას, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის, ჭირნახულის, ორახელაშვილის, გოკიელის, იუმაშევის, დავითაშვილის, ბაბუციძის და შანშიაშვილის ქუჩებს შეეხება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები