ბათუმში ფესტივალ „ერთი ცის ქვეშ“ შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში, ხვალ ფესტივალ „ერთი ცის ქვეშ“ შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება.
 
„ერთი ცის ქვეშ“ უკვე მეცხრედ ტარდება. ფესტივალის დასკვნით კონცერტში იმერეთის, გურიის, აჭარის და სხვა რეგიონების სახელოვნებო სკოლების 90 მოსწავლე მონაწილეობს.
 
ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბების, მოსწავლეთა საერთო პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ტარდება.
 
პროექტი გაერო-ს ასოციაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები