თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს და კომიტეტის დებულება შეიმუშავეს. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა ირაკლი ბერაია, ხოლო მოადგილედ – კობა კობალაძე აირჩიეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი სხდომა მე-9 მოწვევის პარლამენტის კომიტეტების სხდომებს შორის პირველია და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მუშაობას შემდგომშიც აქტიურად და კონსტრუქციულად გააგრძელებს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ვიქნებით აქტიურები არა მარტო საკანონმდებლო, არამედ სხვა მიმართულებებითაც, გვექნება ბევრი ღონისძიება, მოვუსმენთ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, ვიქნებით პარტნიორები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, – მიმართა ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს.

ირაკლი სესიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2017 წლის 26 მაისს საქართველოში დაგეგმილი საგაზაფხულო სესიის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მე-5 ქვეყანაა, სადაც საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები