გიორგი კვირიკაშვილი თემურ ჩხეიძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ რეჟისორსა და სახალხო არტისტს თემურ ჩხეიძეს დაბადებიდან 73 წლის იუბილეს ულოცავს. გიორგი კვირიკაშვილი იუბილარს დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.
„დაბადების დღეს ვულოცავ საქართველოს სახალხო არტისტს, რეჟისორ თემურ ჩხეიძეს. თემურ ჩხეიძის მთელი შემოქმედება მდიდარი ქართული თეატრალური ტრადიციის გაგრძელებაა. მისი რეჟისორობით დადგმული სპექტაკლები ერთნაირად საყვარელია სხვადასხვა თაობის მაყურებლისთვის, რაც მის განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე მეტყველებს. ვუსურვებ დიდ რეჟისორს დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.
თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1965 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო დაამთავრა. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან არის სანკტ პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები