ფესტივალი „საჩუქარი“ – ჯოის მაკმილანთან შეხვედრა გაიმართება

19 ნოემბერს, 14:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქარი“ ფარგლებში, შეხვედრა ჯოის მაკმილანთან გაიმართება.
როგროც „კვირას“ თუმანიშვილის თეატრში განუცხადეს, ჯოის მაკმილანი წამყვანი შოტლანდიელი თეატრის კრიტიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტია.
იგი არაერთ კამპანიაში აქტიურად იყო ჩაბმული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად როგორც შოტლანდიაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
მაკმილანი მარგარეტ დედოფლის უნივესრისტეტში დრამისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორია და, როგორც თავისუფალი ჟურნალისტი, 35 წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს ედინბურგში. მას შოტლანდიის ეროვნული მედიის მედროშესაც უწოდებენ და მის სვეტს „სკოტსმენ“-ის თითქმის ყოველ გამოშვებაში მთელი მსოფლიოს თეატრალები გულმოდგინედ კითხულობენ. 6000-ზე მეტი რეცენზია, რომელიც ჯოისმა მისი კარიერის მანძილზე გამოაქვეყნა, ნამდვილად უკონკურენტოდ აყენებს მას მოწინავედ თეატრალურ კრიტიკოსთა შორის. საქმე კი, ამ დარგის მიმართ ჟურნალისტის გამორჩეულ ვნებასა და სიყვარულშია.
სწორედ ამან ჩამოიყვანა ჯოისი 1997 წელს თბილისში. ის უპრეცედენტო შემთხვევა, რასაც მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ორგანიზატორები ედინბურგის ესემბლი ფესტივალის გუნდთან ერთად ლამობდნენ 90-იანი წლების ქართულ რეალობაში, მაკმილანის თვალწინ განხორციელდა.
„ფესტივალის „საჩუქარი“დაფუძნება და მისი ჩატარება 1997 წელს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამარჯვება იყო, რაც ჯოისის ცნობილმა სტატიებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეატყობინა. მისი კალმით გახმაურებული ქართული თეატრის და ხელოვნების წარმატება ედინბურგის ფესტივალზე, ქართული თანამედროვე კულტურის პროპაგანდათ უჩვენა პოლიტიკური თავაგდასავლის მართლებული აღწერა მაკმილანის გამორჩეულ მოღვაწეობაზე მეტყველებს, რაც თანამედროვე ისტორიაში საქართველოს მნიშვნელოვან მონაწილეობას გულისხმობს. ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ჯოის მაკმილანის დაჯილდოება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“,- აღნიშნავენ ფესტივალ „საჩუქარის“ ორგანიზატორები.
“ჯოის მაკმილანის სახელი, ედინბურგის ფესტივალზე, შოტლანდიაში, პირველად რომ ჩავედი, სულ ახალგაზრდა რეჟისორი, მაშინ გავიგე.
მისი რეცენზიები იყო ის, რასაც ყველა მოუთმენლად ველოდით. მისი რეკომენდაციები იყო ჩვენთვის ყველაზე სერიოზული, მისი აზრი – ყველაზე მნიშვნელოვანი.
როდესაც ჯოისი პირადად გავიცანი, წავიკითხე მისი მრავალი ნაშრომი, მივხვდი, თუ რატომ…
ჯოისს ბადალი არ ჰყავს მის ვნებასა და წყურვილში თეატრის მიმართ – ის მუდმივად გაკვირვებულია, ეძებს მის გამოწვევას, შთაგონებულია თეატრით.
მას უშრეტი შესაძლებლობა აქვს, აღმოაჩინოს ახალი პიესები და რადგან მისი თეატრალური და პოლიტიკური ცოდნა გასაოცრად ღრმაა, ჯოისი უტყუარად ათავსებს მათ ზუსტ კონტექტში. მას სწამს, რომ თეატრს შეუძლია მრავალი რამ შეცვალოს. სწორედ ამან გვიბიძგა მრავალ ჩვენგანს, რომ მუდმივად გვქონდეს მისი გაოცებისა და აღტაცების სურვილი“, – ასე აფასებს მაკმილანს ლონდონის “როიალ ქოურთ თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი, ვიკი ფიდერსტოუნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები