გარდაბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 39 წლის მამაკაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები