ბადრი სულაძის კრებულის „ბედის ტიხარი“ წარდგინება გაიმართება

28 ნოემბერს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში პოეტ ბადრი სულაძის კრებულის – „ბედის ტიხარი“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ავტორმა განუცხადა, ეს კრებული რიგით მეექვსეა. პირველი წიგნი „ზღაპარხილვა” 1992 წელს გამოიცა, მეორე წიგნი „მოგისაკლისე” – 2005 წელს. მესამე კრებული „რაჭა, შენ რომ არ მყავდე” – 2014 წელს დაისტამბა, მომდევნო  კრებულები: “ჩიტიწყალა” და „ლირიკა” 2015 წელს იხილა მკითხველმა.
ახალი წიგნიც – „ბედის ტიხარი” ლექსების მორიგი კრებულია, რომელიც გამომცემლობა „მერიდიანმა”  დასტამბა. რედაქტორია ბატონი ვარლამ კვანტალიანი.
წინა კრებულებში მეტი ადგილი ეთმობოდა ნოსტალგიურ, პატრიოტულ, სევდიან თემებს, ასევე მსუბუქ ლირიკას, ამჯერად კი აქცენტი გადატანილია ყოფისა და დროის ფილოსოფიურ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები