პრეზიდენტი მმართველ და სხვა პარტიებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დიალოგის განახლებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.
„ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი იყო. გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები