თბილისში, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ამ სეზონზე, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თბილისში A ტიპის H3 ვირუსი უკვე დაფიქსირდა, თუმცა, პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ წელს 20 000 დოზა ვაქცინა შეიძინა და დღეის მდომარეობით, სამიზნე პოპულაციის 65% აცრილია.
”ზოგადად, გრიპის სეზონი ევროპაში ოქტომბრის ბოლოდან, ჩვენთან კი ცოტა მოგვიანებით იწყება. გუშინ უკვე დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის პირველი შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან ეს შემთხვევები რა თქმა უნდა, გვექნება, რადგან ზამთარი მოდის”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები