ეკა ბესელია: მე-9 მოწვევის პარლამენტში მუშაობა საპასუხისმგებლო იქნება

„მე-9 მოწვევის პარლამენტში მუშაობა საპასუხისმგებლო იქნება“ – ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელია ახალი პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს. მისი თქმით, იურიდიული კომიტეტი მზად იქნება უფრო ღიად იმუშაოს.
,,ვფიქრობ, უფრო საპასუხისმგებლოა ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა. იურიდიული კომიტეტი მზად იქნება ღია ურთიერთობისთვის ყველა ორგანიზაციასთან. გავაგრძელებთ მუშაობას ახალ ნარკოპოლიტიკაზე და იმ სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელიც ეხება ფარულ მოსმენებს. დღეს მოხდება კანონის ფარგლებში ყველა პროცედურის გავლა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები