ლევან კობიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩემი აქ ყოფნა წარმატებული იქნება

დარწმუნებული ვარ, ჩემი აქ ყოფნა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის პარლამენტში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კობიაშვილმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა და პირობა დადო, რომ პარლამენტში საქმიანობის დროს მის მაქსიმუმს გააკეთებს.
„დღეს პირველი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, ბევრი მუშაობა გველის ყველა ჩვენგანს. ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ. ვფიქრობ, აქ მხოლოდ მაგ სფეროსთვის არ ვარ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები