ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მხრიდან სამხედრო საფრთხის ზრდის საშიშროებაზე საუბრობს

საქართველში მიმდინარე წვრთნები „საქართველო-ნატო-2016“ მიუთითებს იმაზე, რომ თბილისი სამხედრო პოტენციალს ზრდის, რაც თბილისის მხრიდან სამხედრო საფრთხეს ზრდის. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ე.წ. თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველო-ნატოს წვრთნების ჩატარება მდგომარეობას ძაბავს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომაც“ გამოთქვა.
ცნობისთვის, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 ნოემბერს სამხედრო საშტაბო წვრთნები „საქართველო-ნატო 2016“ დაიწყო. მასში 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები