ვანში გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილე აღინიშნება

დღეს, 17 ნოემბერს,  ვანში გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლს გვირგვინით შეამკობენ, შემდეგ დაგეგმილია პერფორმანსი გალაკტიონის ქოხში.
14:00 საათზე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში რომა რცხილაძის და მისი ბენდის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები