ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციის გამოფენა გაიმართება

17-20 ნოემბერს „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციის გამოფენა გაიმართება.
„ექსპო ჯორჯიას“ მეხუთე პავილიონში, ქართველი ილუსტრატორების მიერ შექმნილი 20 ზღაპრის 51 ილუსტრაცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც შვეიცარიის წამყვანმა გამომცემლობა NordSüd-მა შეარჩია.
ამ გამოფენას წინ უძღოდა ილუსტრატორთა ვორკშოპი და რამდენიმეთვიანი მუშაობა „წიგნის ხელოვნების ცენტრში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენილი ილუსტრაციები „ქართული ზღაპრების ანთოლოგიაში“ შევა და 2017 წელს NordSüd-ის მიერ გერმანულენოვანი ბაზრისთვის გამოიცემა. ეს ფაქტი ქართული საბავშვო ილუსტრაციის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქართული ილუსტრაციის პოპულარიზაციას.
წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული გამოფენა წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები