წიგნის ყველაზე დიდი დღესასწაული „ექსპო ჯორჯიაში“

17-20 ნოემბრის ჩათვლით,  თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში წიგნის გამოფენა გაიმართება. იგი მიმზიდველია ყველასთვის, ვინც წიგნებით არის დაინტერესებული. მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ყველა სტუმარს საშუალება ექნება, ისარგებლოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც ქართულ ბაზარზეა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოს წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და ამ სექტორის ყველა წამყვანი კომპანიის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს წიგნის ბაზრობაში, ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს წიგნების მრავალფეროვან სპექტრს სხვადასხვა თემაზე.
წიგნების შეძენის შესაძლებლობის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ გამორჩეულ გამომცემლებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, ისიამოვნონ ღონისძიების სრული კულტურული პროგრამით და აგრეთვე თან წაიყვანონ ბავშვები. პატარებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში, რომელიც მათ განვითარებაზე არის ორიენტირებული.
წიგნის გამოფენა გაიმართება „ექსპო ჯორჯიას მე–11 პავილიონში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები